უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეები დაღუპული მებრძოლებისათვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.
დავით მენაბდიშვილს რუსთავში, სიონის ტაძარში გადაასვენებენ და რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ნიკა შანავას კი ქვემო ორხევში, სახლში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ქართველი მებრძოლები – ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge