მოლდოვა რუსეთის არმიას მისი მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში ადანაშაულებს
მოლდოვა რუსეთის არმიას მისი მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ნიკუ პოპესკუზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები რეგულარულად ხვდებიან რუსეთის ელჩს და მოლდოვის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია.
„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს მშვიდობას ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. ასეთი რამ ძალიან საშიშია და ის უნდა შეწყდეს“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.
მანამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მოსკოვი ცდილობს შეავსოს უკრაინაში თავისი ძალები სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში რეკრუტირების გზით.