„ფრონტნიუსის“ მთავარი რედაქტორი „ალტე“ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
„ფრონტნიუსის“ მთავარი რედაქტორი „ალტე“ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
პოლიტიკური ახალი ამბების მომზადება და მუშაობის ტაქტიკა – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც რაულ ქირია დამწყებ ჟურნალისტებს ესაუბრა.
მან ყურადღება იმ საზოგადოებრივ გამოწვევებზე გაამახვილა, რომელიც დღეს არსებობს და აქტუალურია. ასევე, ისაუბრა წარმატების მისაღწევად კომპეტენციის, კომუნიკაციის უნარებისა და შესაბამისი კონტაქტების მნიშვნელობაზე.
„პოლიტიკური ახალი ამბების კეთებასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით სტუდენტებთან საინტერესო საუბარი შედგა. მათ სწორად ესმით ის საზოგადოებრივი გამოწვევები, რომლებიც დღეს არსებობს და აქტუალურია“, – განაცხადა რაულ ქირიამ.
შეხვედრაზე რაულ ქირიამ დამწყებ ჟურნალისტებს მომავალში ციფრულ მედიასა და მის მნიშვნელობაზე ლექციის ჩატარება შესთავაზა.
„ვუსურვებ მათ წარმატებას და იმედს ვიტოვებ, ციფრულ მედიაზე საუბრის შესაძლებლობაც მოგვეცემა. ტრადიციული მედია დღესდღეობით ფუნქციას კარგავს, შესაბამისად, ციფრული მედიის მიმართ ინტერესი იზრდება და ეს საკითხი აქტუალურია. ამ გარდამტეხ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა პროფესიული რჩევები, რეკომენდაციები და გამოწვევების გაზიარება. სტუდენტებს გავუზიარე ჩემი გამოცდილება და
მივიღე ინფორმაცია, თუ რა არის მათ თაობაში აქტუალური და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა რაულ ქირიამ.
რაულ ქირია, ამავდროულად, „ევროპის უნივერსიტეტის“ პიარ სამსახურს ხელმძღვანელობს. დამწყებ ჟურნალისტებთან შეხვედრა სწორედ აღნიშნული სასწავლო დაწესებულების შენობაში გაიმართა.
ნანა უბილავა