შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მონიტორინგის სამმართველოების თანამშრომლებმა, ქ.ზუგდიდში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5098 კოლოფის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

2 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების საქმის მასალები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ამასთან, ერთი ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები