აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება.

არსებული ინფორმაციით, სტუდენტებს, რომელთაც მოცემული მომენტისთვის დავალიანება აქვთ და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, გადასახადი დაუფინანსდებათ. საამისოდ ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სტუდენტთა დახმარების არა ერთ პროგრამას ახორციელებს. აჭარაში მოქმედებს სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთან საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები. სტუდენტთან დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი  1,5 მლნ ლარს შეადგენს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება, სწავლა უფინანსდებათ სხვადასხვა სტატუსის მქონდე სტუდენტებს. 2022 წელს, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით აჭარაში  3 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები