ვლადიმერ ჩაჩიბაია მარშალის ცენტრის უსაფრთხოების სწავლების დირექტორს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ჯორჯ მარშალის ცენტრის უსაფრთხოების სწავლების დირექტორს, ბარე ბეგვინს და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშეს, სტეფან ბეგლის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მარშალის ცენტრში სასწავლო კურსებზე დასწრების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს და სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს.