ირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების და არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას
„ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტებს რეგიონში მიმდინარე ომის დროს მოუნდათ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება. ჩვენ არავის არ მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების საშუალებას და არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ომის პარტიას” ერთადერთი რამ უნდა, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს, რასაც კობახიძის განმარტებით, მმართველ პარტია არ დაუშვებს.
„ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტებს რეგიონში მიმდინარე ომის დროს მოუნდათ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება. ეს არის ომის პარტია და მას და მის სატელიტებს ერთადერთი რამ უნდა დღეს – საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. ჩვენ არავის მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების საშუალებას და არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას.
ჩვენ ჩავეძიეთ ამ ინფორმაციას და, როგორც ჩანს, დასტურდება ეს ყველაფერი. ეს იქნებოდა სკანდალური ინფორმაცია, რომ არაერთი ფაქტორი – ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ, თუმცა, თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, რა ნიშნით იყვნენ შერჩეულნი პოლიტიკური პარტიები, ყველასთვის გასაგებია – წარმოდგენილნი იყვნენ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულნი – თავად „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარიას პარტია და „ლელო“. ანუ 6 რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ეს NGO-ები არიან ე.წ. NGO-ები. ამ არასამთავრობოების წარმომადგენლებიც იყვნენ იქ და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნიან „ნაცმოძრაობას“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.