“ანგარიში ძალიან დაგვეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.
მისივე თქმით, ანგარიში ქვეყნის განვითარების განსაზღვრისთვის კარგია წყაროა.
“შეჯამების სახით შესაძლებელია, ითქვას, რომ მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. მასში ზედმიწევნით სწორად არის დანახული ის სფეროები და გამოწვევებიც, რომელთან მიმართებითაც გვმართებს სამომავლოდ ყურადღების გამახვილება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისა და სწორი აქცენტების გასაკეთებლად. ეს დოკუმენტი ჩვენთვის ძალიან კარგი წყაროა არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ რა მიმართულებებით უნდა განვავითაროთ ქვეყანა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ანგარიში ძალიან დაგვეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.