პუტინის ბარბაროსული ქმედება არ შეიძლება იყოს წარმატებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.
„ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს და კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი შეხვედრის დეტალები ვაცნობე. ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“.