“დაიქირავეს უცხოელი ტრენერი სიტუაციის მოსამზადებლად, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა, გადაყენება, რევოლუციური სცენარის განხილვა” – მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე
“ქართული ოცნება” ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის გეგმაზე მუშაობაში სდებს ბრალს. ამჯერად, მმართველი გუნდი ერთ-ერთ შეკრებაზე საუბრობს, რომელშიც, მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ზურაბ ჯაფარიძის “გირჩის”, “ლელოს”, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საგანგებო შეხვედრისთვის ოპოზიციას დაქირავებული ჰყავდა უცხოელი ტრენერი, რომელიც პარტიებს რევოლუციური სცენარის შემუშავებაში ეხმარებოდა.