არჩილ თალაკვაძე: ვინც შალვა პაპუაშვილს პირადად იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არასდროს სადმე ჩასვლის და საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია

“ვინც შალვა პაპუაშვილს პირადად იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არასდროს არცერთ რთულ სიტუაციაში სადმე ჩასვლის და საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და საქართველო, რითაც შეუძლია, ეხმარება და დგამს შესაბამის ნაბიჯებს. აშშ-ისა და ევროკავშირიც ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და ჩვენი ქვეყანა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უჭერს მხარს უკრაინას. ვინც ამის საწინააღმდეგოს ამბობს, ის უბრალოდ მოწადინებულია, რომ ორმხრივი ურთიერთობები დააზიანოს. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, ვინც მას პირადად იცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არასდროს არცერთ რთულ სიტუაციაში სადმე ჩასვლის და საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირების პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება“, – აცხადებს თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები