“კითხვარზე პასუხები იქნება ხელისუფლების დიდი და სერიოზული ანგარიში, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე”

“კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესში უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, თუკი ვინმეს რამე შეგვიძლია”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვარზე პასუხები იქნება ხელისუფლების დიდი და სერიოზული ანგარიში, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ღრმად ჩავიხედოთ ამაში – ზოგადად კარგი ცხოვრება და ევროპა რომ გვინდა, კონკრეტულად რამდენი საქმეა სწორად გასაკეთებელი. ამ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესში უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, თუკი ვინმეს რამე შეგვიძლია იმისთვის, რომ სწორად წარმოვაჩინოთ არსებული მდგომარეობა. ასევე, ამ კითხვარზე პასუხები იქნება ხელისუფლების დიდი და სერიოზული ანგარიში, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები