თბილისში, ორთაჭალაში სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
ამასთან, დაჭრილია კიდევ ერთი პირი – გარდაცვლილის ძმა, რომელიც ამ დროისთვის რეანიმაციაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობისა და დაჭრის ბრალდებით გარდაცვლილის მეგობარია დაკავებული.
“კვირა” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.