საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა აღნიშნეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა აღნიშნეს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან.
მინისტრებმა მიულოცეს საქართველოსა და მოლდოვას კითხვარის გადმოცემა და აღნიშნეს ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
მინისტრები შეთანხმდნენ აღნიშნულ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.