ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა ქალაქ ონში, კახაბერის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. ადგილზე მერთან ერთად მისი მოადგილე, ლევან შერაზადიშვილი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

2022 წელს ქალაქ ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოების მე-4 ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება კახაბერის ქუჩას, კეთდება: ღობეები, საფეხმავლო ბილიკები, ლამპიონები, ასევე დამონტაჟდება დეკორატიული განათება, მოეწყობა გამწვანების ზოლი, პროექტი პარალელური ქუჩების მიერთებებსაც მოიცავს.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს ,,იერი” ასრულებს.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 844 209 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები