საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ქალაქ რუსთავში, N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსული შესაბამისი დოკუმენტაციისა და საარჩევნო კომისიის ოქმის საფუძველზე კომიტეტი უფლებამოსილია ცნოს ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი”.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა. ამის შემდეგ ირაკლი შატაკიშვილი უფლებამოსილი იქნება შეუდგეს პარლამენტის წევრის საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები