დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქალაქ ფლორენსში ჩატარებულ აქციაზე წამოსცდა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა C-SPAN და ასევე BS.COM ავრცელებს.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მან უკვე ორჯერ იყარა კენჭი და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა, თანაც მეორე ჯერზე გაცილებით დამაჯერებელი შედეგით.
“ახლა შესაძლოა ამის გაკეთება კვლავ მოგვიწიოს. არიან აქ ისეთები, ვისაც სურს, რომ მე კიდევ ერთხელ წავიდე არჩევნებზე?“, – ჰკითხა მან ღონისძიების მონაწილეებს ჩრდილო კაროლინაში.