დავით მათიკაშვილი: მხოლოდ 39-მა სახელმწიფომ მიმართა ჰააგას და მათ შორის, საქართველოა დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც მოითხოვს უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებას
,,მხოლოდ 39-მა სახელმწიფომ მიმართა ჰააგას და მათ შორის საქართველოა დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია 30-35 კილომეტრში რუსული ტანკები,’’ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მათი მხრიდან, უკრაინის მხარდასაჭერად ყველა პოლიტიკური საშუალებაა გამოყენებული.
,,ჩვენი მხრიდან ყველა პოლიტიკური საშუალებაა გამოყენებული იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. მოგეხსენებათ, საქართველოსაც გააჩნია ერთი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ ვართ თანაავტორი და თანასპონსორი იმ განცხადებების და რეზოლუციების, რომელიც საერთაშორისო დონეზე კეთდება. ეს არის გასათვალისწინებელი,’’ – განაცხადა გადაცემა ,,აქტუალური შაბათის’’ ეთერში დავით მათიკაშვილმა.