ბორის ჯონსონი: ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ერთგულებას მოწმობს
“უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად, დღეს მე ჩემს მეგობარ პრეზიდენტს, ზელენსკის კიევში შევხვდი”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
ჯონსონი დღეს კიევში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
“ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ერთგულებას მოწმობს”, – წერს პრემიერმინისტრი “ფეისბუქზე”.