ჰუბერტ ქნირში: დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას და ამავე დროს ვფიქრობთ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხზე

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის წინ მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, რათა სხვებმა თავისუფლებაში სიცოცხლე შეძლონ. დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას და ამავე დროს ვფიქრობთ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხზე და მათზე, ვინც ამ ბრძოლას ემსხვერპლა. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის წინ მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები