Google-მა „დუმა ტვ“-ის YouTube არხი დაბლოკა

კომპანია Google-მა „დუმა ტვ“-ის YouTube არხი დაბლოკა, რომელსაც 145 ათასი გამომწერი ჰყავდა. მასზე განთავსებული ვიდეოები კი ჯამში, 100 მილიონამდე ნახვას აგროვებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზეა განთავსებული.

„საკუთარ არხზე „დუმა ტვ“ ავრცელებდა დეპუტატთა ექსკლუზიურ კომენტარებს, პლენარულ სხდომებსა და საავტორო გადაცემებს. „დუმა ტვ“-ს რედაქცია მზად იყო შესაძლო დაბლოკვისთვის და აქტიურად ავითარებდა სხვა პლატფორმებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები