უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სოციალურ ქსელში იმ ადამიანების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც შეუპოვრად აგრძელებდნენ მუშაობას ომის პირობებში.
„ყველა მეომარი თავდაცვის ხაზზე. ყველა ექიმი, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. ყველა მეხანძრე, რომელიც ცეცხლს აქრობდა. ყველა მეწარმე, რომელიც მუშაობას აგრძელებდა. ათობით და ასობით სხვა პროფესიის წარმომადგენელი. მილიონობით ადამიანი, რომელიც გაერთიანდა. პროგრამისტები, რომლებიც საინფორმაციო ომში წავიდნენ. ყველა ვინც ტერიტორიულ დაცვაში წავიდა. პოლიციელები. სახელმწიფო მოღვაწეები. ჩვენ ყველამ გავუძელით დარტყმას და ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს“, წერს უკრაინის პრეზიდენტი.