ბაიდენმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალ საქნქციებს ხელი მოაწერ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ „თეთრი სახლი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ერთ-ერთი კანონპროექტი აჩერებს რუსეთსა და ბელარუსთან ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს, აწესებს მაღალ გადასახადებს მათ იმპორტზე. მეორე კანონპროექტი კი კრძალავს ენერგორესურსების იმპორტს რუსეთიდან, მათ შორის ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის. სენატმა ორივე კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები