საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ყანდაურის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან ერთად, შუალედური მონიტორინგის მიზნით, სოფელ ყანდაურის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

არსებული ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 297 061 ლარს შეადგენს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები