ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მოსახლეობა, თავიანთ დასახლებებში, სხვადასხვა საჭიროების შესახებ გვაწვდის ინფორმაციებს. კერძოდ, ადგილობრივები ითხოვენ შიდა სასოფლო გზების ბეტონირებას, გარე განათებების მოწყობას, სასმელი წყლის მილების შეძენას და სხვა. მოქალაქეების მიერ დასახელებული საკითხები, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოგვარდება”, – განაცხადა ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები