ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ქობულეთის მერიიდან აცნობეს.

“ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის” პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ხალას ცენტრის მოწესრიგება. მოეწყო სკვერი, დაიგო დეკორატიული ფილები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები.

ხალაში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობაც. თანამედროვე სტანდარტების შენობაში 105 აღსაზრდელი გაივლის სასწავლო კურსს. შენობის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ბაღის ეზოს მოწესრიგებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები