მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის ათი პროცენტი მაინც, რაც ჩვენ, უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ დაემუქრებოდა საფრთხე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა დაიწყებს სპეციალურ გლობალურ კამპანიას, რათა გავრცელდეს მათი სიმამაცე მსოფლიოში.
„მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ სიმამაცის 10% მაინც, რაც ჩვენ, უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ დაემუქრებოდა საფრთხე. არ დაემუქრებოდა საფრთხე ერების თავისუფლებას. ჩვენ გავავრცელებთ ჩვენს სიმამაცეს. ჩვენ დავიწყებთ სპეციალურ გლობალურ კამპანიას. ჩვენ ვასწავლით მსოფლიოს იყოს არა მხოლოდ ცოტათი მამაცი, არამედ სიმამაცით სავსე. როგორც ჩვენ, როგორც უკრაინელები,“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.