ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ახალ სანქციებს რუსი ოლიგარქების, პროპაგანდისტების, რუსეთის ფედერაციის სამხედრო და უსაფრთხოების აპარატის, სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის ძირითადი პირების წინააღმდეგ.
სანქციების მე-5 პაკეტი მოიცავს:
- ნახშირის იმპორტის აკრძალვას;
- რუსული ბანკების ანგარიშების გაყინვას;
- რუსეთისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვას;
- რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას;
- მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის აკრძალვას;
- რუსეთიდან და ბელორუსიიდან სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის აკრძალვას;
- რუსი ბიზნესმენების, ჟურნალისტების, სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალის, ასევე უკრაინის ომთან დაკავშირებული ბიზნესების მიმართ ახალი შეზღუდვების დაწესებას;
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი დათანხმდა რამდენიმე რუსული ბანკის აქტივების დაბლოკვას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს დაწესებას და აგრესორ ქვეყნებში გარკვეული საქონლის ექსპორტის აკრძალვას. ეს უკანასკნელი 10 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და მოიცავს, კერძოდ, მაღალტექნოლოგიურ საქონელს.