ევროკავშირი მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სტრასბურში საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

„ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაძლიერებლად. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ვალდებულებას, კიდევ უფრო გააღრმავონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს ძირითადი რეფორმების პრიორიტეტებში, კერძოდ შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები