აშშ რუსეთის რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო საწარმოს სანქციებს უწესებს
აშშ სრულად დაბლოკავს რუსეთის რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო საწარმოს.
ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
“შეზღუდვები გულისხმობს აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქისთვის ამ ორგანიზაციებთან რაიმე ბიზნესის წარმოების შეწყვეტასა და აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ არსებული მათი აქტივების გაყინვას”, – თქვა მან.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვები „კრემლს ამ საწარმოების გამოყენებას შეუზღუდავს და დააზარალებს, რადგან მათ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად და დასაფინანსებლად იყენებს”.
მაღალჩინოსნის თქმით, შეზღუდვის შესახებ განცხადებას ფინანსთა დეპარტამენტი 7 აპრილს გააკეთებს.