აშშ-მა მედვედევსა და მიშუსტინს სანქციები დაუწესა
აშშ რუსეთის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინს და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა.
შეზღუდვა გულისხმობს „შეერთებულ შტატებში მათი აქტივების გაყინვასა და ქვეყნის ფინანსურ სისტემებთან წვდომის აკრძალვას”.
ანალოგიური სანქციები ვაშინგტონმა პუტინის შვილებს, ასევე, ლავროვის მეუღლეს და შვილს დაუწესა.