კელი დეგნანი: კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა და ეს უკვე დიდი ხანია, ასეა

ნებისმიერ მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო, თუ რა მნიშვნელოვანი მეგობარია საქართველო და რამდენად სურს აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა.

“კონგრესში საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია, ორპარტიული მხარდაჭერაა. მიმაჩნია, რომ ეს და ნებისმიერ სხვა მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო, თუ რა მნიშვნელოვანი მეგობარია საქართველო და რამდენად სურს აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა, თქვენს ძალისხმევაში სრულად იყოთ ინტეგრირებულები ევროატლანტიკურ ოჯახში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები