თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ ვარკეთილში კლიენტთა მომსახურების ცენტრი გახსნა

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი ვარკეთილში გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თელმიკო” ავრცელებს.

ამიერიდან, მომხმარებელი, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ, ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, ხუთ სხვადასხვა მისამართზე შეძლებს. ახალი ცენტრის მისამართებია: ვარკეთილი – ილია სუხიშვილის ქ. №5. ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:  ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;  ბრუნვის ისტორიის მიღება;
მომხმარებლის განაცხადის მიღება;
რეკვიზიტების დაზუსტება;
ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;
გადახდილი თანხის კორექტირება;
დავალიანების გადანაწილება;
გადახდის ვადის გადავადება და სხვა. „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრი აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება: ორშაბათი – 9:00-20:00 სთ. სამშაბათი-პარასკევი – 9:00-18:00 სთ. შაბათი – 10:00-15:00 სთ. გაცნობებთ, რომ ვარკეთილის გარდა „თელმიკოს“ სერვის ცენტრებს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართებზე: საბურთალო – ოთარ ჩხეიძე ქ. 10 გლდანი – ომარ ხიზანიშვილი ქ. 8 დიდი დიღომი – პეტრე იბერის ქ. 16 დიდუბე – აკაკი წერეთლის გამზ. 111 დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700 ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე: info@telmico.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები