ლევან დავითაშვილი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: საზოგადოება ელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს იმისთვის, რომ განცხადების ავტორების რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული

“უსაფუძვლოა ყველა ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, კონტრაბანდის რისკი არ არსებობს”, – ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება, ისევე – როგორც საერთაშორისო საზოგადოება, მტკიცებულებებს ელოდება.

“თუ ვიღაცა ვინმეს რამეში ბრალს დებს, ამის საფუძველი უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანმა, ვისაც აქვს ეს ბრალდება. ეს არის მტკიცებულებების წარმოდგენის ლოგიკური ვალდებულება. განცხადებას უნდა მოაყოლონ კონკრეტული ფაქტები. არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ რამდენადაც ეს იყო საერთაშორისო განცხადება, საერთაშორისო თანამეგობრობა და საზოგადოებაც ელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს იმისთვის, რომ განცხადების ავტორების რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული. უსაფუძვლოა ყველა ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, კონტრაბანდის რისკი არ არსებობს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები