საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 234 პირი
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 234 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება გარდაცვალებას, ვირუსს გასულ 24 საათში 4 ადამიანი ემსხვერპლა.
მ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 384 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 629 266, გარდაიცვალა 16 765 პაციენტი.