თბილისის ზღვასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
თბილისის ზღვასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოიძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.