ვოლსკი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა და ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა
ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა და ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა და ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების მიმართ ასეთ მტრულ გამოხტომას. მიუხედავად ამისა, რაც უნდა დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნეოდეს ორმხრივ ურთიერთობებში, რასაკვირველია, ჩვენი დახმარება პოლიტიკურ ველზე იქნება უცვლელი“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალბებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.