კომიტეტის სხდომაზე კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა კულტურის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს დეპუტატებს.
მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რეგიონული პროექტების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების დაცვაზე, სახალხო დიპლომატიის როლზე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

მხატვარმა პაატა ნაცვლიშვილმა საქართველოში მემორიალურ ძეგლებთან და დაფებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მუზეუმების წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა თბილისში ტურისტული ღირსშესანიშნაობების სიმცირეზე. დეპუტატებმა კულტურის სფეროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების, კულტურის ორგანიზების სისტემის შესახებ გამოთქვეს მოსაზრებები. კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საბჭოს წევრები თემატურად იმუშავებენ და განიხილავენ სხვადასხვა იდეებსა და ინიციატივებს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე განხილულ გამოწვევებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები