არცერთი პროდუქტის მიმართულებით საქართველოში არც დეფიციტია და არც მოიაზრება, რომ რომელიმე პროდუქტის შეფერხებით მიწოდება მოხდეს. ანუ შეფერხება არ იქნება არცერთ სამომხმარებლო პროდუქტზე. არცერთი პროდუქტის იმპორტი საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეფერხება არც იმ პროდუქტებზე იქნება, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა, ვინაიდან უკრაინის ალტერნატივა რეგიონში ძალიან ბევრია.
“გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება დღეს აქტიური მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში არის ძალიან ბევრი“, – განაცხადა დავითაშვილმა.