ლევან დავითაშვილი: ილია დარჩიაშვილი ღირსეული, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

ილია დარჩიაშვილი იქნება ღირსეული, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ილია დარჩიაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა.

მისივე თქმით, დარჩიაშვილს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

“ილია დარჩიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია დიდი ხანია, კომპეტენტური ადამიანია, რომელსაც აქვს ასევე დიდი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის. აქვს გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პირობებში გუნდთან, კოლეგებთან მუშაობის. ვფიქრობ, ეს გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ილია დარჩიაშვილი იქნება ღირსეული, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები