ირაკლი ღარიბაშვილი: ეპიდვითარება გაუმჯობესებულია და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია, ჩვენ შევამსუბუქეთ რეგულაციები, დავაკვირდებით მიმდინარე დინამიკას და შესაბამისი იქნება შემდგომი გადაწყვეტილებებიც

ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. მინდა, ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, იგი ძალიან ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 7 დღის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.

„დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია.

კოვიდკლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები