გიორგი კირთაძე: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და დამთავრდება გამარჯვებით

“მადლობა იმ 3000-ზე მეტ ღირსეულ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ბათუმის მე-4 სამაჟორიტარო ოლქში, რომლებმაც იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდებოდა, შეძლო და მოვიდა ღირსების არჩევნებზე და ღირსეულად დაუჭირა მხარი მათე ფუტკარაძის კანდიდატურას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება და ის გამარჯვებით დასრულდება.

„ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება. ამ ბრძოლის ავანგარდში მათ შორის იქნება მათე ფუტკარაძე. ადამიანი, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ უთანასწორო ბრძოლაში შემოსვლისთვის“, – აღნიშნა კირთაძემ.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ბათუმის შუალედურ არჩევნებში ხმათა უმეტესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები