რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელმაც უკრაინაში აშშ-ის ბიოლაბორატორიის საქმიანობა უნდა გამოიძიოს. ამავე სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისიის წევრებმა შესაძლოა, ასეთივე ლაბორატორიები მოინახულონ საქართველოსა და ყაზახეთში.
ამის შესახებ РИА Новости-ს წყარომ განუცხადა.
აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„იყო შეთავაზებული ანალოგიური ლაბორატორიების ინსპექტირება, მაგალითად, საქართველოსა და ყაზახეთში, რომლებიც რუსეთთან ახლოს მდებარეობენ. იყო შესაბამისი წინადადებები, საკითხი განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – ამბობს “რია ნოვოსტი”-ს წყარო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge