არსებობს გარკვეული მინიშნები, რომ ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია და მის ზოგიერთ მრჩეველს სჯის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის დასადასტურებლად ამერიკას არ აქვს ბევრი მყარი მტკიცებულება.
„პუტინი იზოლირებულია. არის გარკვეული მინიშნებები, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინა პატიმრობა მიუსაჯა მის ზოგიერთ მრჩეველს. თუმცა, დასძინა, რომ აშშ-ს არ აქვს ბევრი მყარი მტკიცებულება ამის დარწმუნებით სათქმელად“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, როგორც ბაიდენმა, აღნიშნა, არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას აპირებს.
„ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ის მთელ თავის ძალებს გაიყვანს კიევიდან. ასევე, არსებობს მტკიცებულება, რომ ის აძლიერებს თავის ჯარებს დონბასის რეგიონში. ღია კითხვაა, ნამდვილად უკან იხევს თუ არა. პუტინის გადაწყვეტილებას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ“, – განაცხადა ბაიდენმა.