გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთისგან თავდასაცავად, დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან.
„დღევანდელი დღის შედეგად უკრაინა უფრო მეტ ლეტალურ იარაღს მიიღებს. რამდენიმე ქვეყანა ახალი იდეებით და უფრო მეტი ფულის დაპირებით გამოვიდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს უოლასმა.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ლეტალური იარაღები მოიცავს შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, ტყვია-წამალსა და მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.