აშშ-მა შეამსუბუქა სანქციების რეჟიმი რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის მინერალური სასუქების იმპორტზე.
როგორც რუსული მედია იტყობინება, აღნიშნულს მოწმობს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განახლებული ლიცენზია.
შეზღუდვები აგრეთვე მოხსნილია საკვებსა და საკვებ დანამატებზე, ჩამოსხმულ წყალზე, ცოცხალ ცხოველებზე, მათთვის საკვებისა და მეცხოველეობის რეპროდუქციულ მასალებზე. სანქციები აღარ შეეხება სამედიცინო აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისთვის, ისევე როგორც ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია COVID-19-ის პრევენციასთან, დიაგნოზთან ან მკურნალობასთან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ქვეყანაში წარმოებული მინერალური სასუქების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 70%-ის ექსპორტს ახორციელებს.