აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი სანქციები ამჯერად ტექნოლოგიურ სექტორს შეეხება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები გავრცელდება 21 სუბიექტსა და 13 ფიზიკურ პირზე, მათ შორის Mikron-ზე, რუსეთის უმსხვილეს ჩიპების მწარმოებელზე და მიკროელექტრონულ ექსპორტიორზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის სანქცირებას ყველა კუთხით, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები