ნინო წილოსანი დანიის გენდერული თანასწორობის ცენტრის პროგრამის „KVINFO“-ს წარმომადგენლებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავჯდომარე ნინო წილოსანი დანიის გენდერული თანასწორობის ცენტრის პროგრამის „KVINFO“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს სექსუალური ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების პრობლემებზე მუშაობა წარმოადგენს.
“დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული პროგრამა, საქართველოსა და უკრაინაში, გენდერული საკითხების კოორდინაციას განახორციელებს.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი საქმიანობა, ფუნქციები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს, აგრეთვე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.