“ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კლინიკაში შემოყვანიდან ამ დრომდე საოპერაციო ბლოკშია”, – ამის შესახებ “კვირას” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაკა თევზაძემ 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც დღეს დილით შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა.
ექიმის თქმით, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია.
“ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კლინიკაში შემოყვანიდან ამ დრომდე საოპერაციო ბლოკშია. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მრავლობითი დაზიანებები აქვს. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მარჯვენა ფეხის შენარჩუნება, ამპუტაცია გახდა აუცილებელი. ამ წუთებშიც ოპერაცია უკეთდება. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძნელია”, – განაცხადეს კლინიკაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge