1, 2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

1,2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1,2 და 3 აპრილს, თბილისი- ბათუმი -თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აცხადებენ რკინიგზაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები